ომბუდსმენი: ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს, მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თქვენ გვერდით ვდგავართ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ინფორმაციისთვის, ჩეხეთში, პრაღის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაღუპულია 15 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები