“ომი კრემლთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიტანოთ” – უკრაინის უსაფრხოების სამსახურის უფროსი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მომავალ წელს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დივერსიული ოპერაციების გააქტიურებას გეგმავს, რომ ომი კრემლს მაქსიმალურად მიუახლოვდეს.

ამის შესახებ Politico-ს უწყების ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა განუცხადა.

„ჩვენს გეგმებს ვერ ვამხელთ. ისინი მტრისთვის მოულოდნელ შოკად უნდა დარჩეს. სიურპრიზებს ვამზადებთ… ჩვენს თითოეულ სპეცოპერაციას თავისი შედეგი მოაქვს. ეს ყველაფერი ართულებს ომის წარმოებაში რუსეთის უნარს და აახლოებს უკრაინის გამარჯვებას. ოკუპანტებმა უნდა გაიგონ, რომ დამალვას ვერ შეძლებენ. ჩვენ ყველგან ვიპოვით მტერს“, – თქვა გენერალ-მაიორმა.

მან ოპერაციებს ერთ-ერთ რეგიონად ყირიმი და შავი ზღვა დაასახელა, სადაც უკრაინელები წლევანდელი წარმატებების გაძლიერებას საზღვაო დრონების – Sea Baby-ს გამოყენებით გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები