ევროკავშირის სასამართლომ აბრამოვიჩს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა
ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა.
აბრამოვიჩმა სანქციების გასაჩივრება ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში – ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში სცადა. მისი მტკიცებით, ის არ არის რუსეთის სახელმწიფოს სპონსორი და ვლადიმერ პუტინთან მის მჭიდრო კავშირების შესახებ ბრალდებები – სიცრუეა.
ბიზნესმენის ადვოკატებმა ასევე მიუთითეს მის მონაწილეობაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნასა და სამხედრო ტყვეების გაცვლაზე.
თუმცა, საბოლოოდ სასამართლომ აბრამოვიჩს უარი უთხრა.