ქუთაისში სროლა იყო – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

ქუთაისში, მე-12 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები