გიორგი სოსიაშვილი – დოროთე ყურაშვილზე: როდესაც ფსევდომოძღვარი ასე გამოდის რუსთაველის გამზირზე, რადიკალებს გვერდში უდგას და მისგან ქვეყნის დამხობის მოწოდებები გაისმის, ასეთი ადამიანის განცხადებას რა ფასი უნდა ჰქონდეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს.

„როდესაც ფსევდომოძღვარი ასე გამოდის რუსთაველის გამზირზე, რადიკალებს გვერდში უდგას და მისგან ქვეყნის დამხობის მოწოდებები გაისმის, ასეთი ადამიანის განცხადებას რა ფასი უნდა ჰქონდეს?!

ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ მეუფე შიო ფსიქიკურად გაწონასწორებული არ არის. მანამდე პატრიარქის არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები