დავით მათიკაშვილი: ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება
“ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ერევანში გასამართ სამიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიზნად ისახავს, კონკრეტულ დისკუსიებში მონაწილეობას.
„სომხეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიზნად ისახავს, კონკრეტულ დისკუსიებში მონაწილეობას. სიტყვით გამოსვლა ექნება პრემიერ-მინისტრს, ასევე, კონკრეტულ ლიდერებთან საუბარი.
ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება, რამეთუ ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს როლი როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელისა – იგივე შუა დერეფანი, არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცხადია, ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არავის გამოუვა. ამიტომ, კეთილი ინებოს ყველამ და საქართველოსთან მიმართებით იქონიოს ერთმაგი მიდგომა და სამართლიან საფუძვლებზე მოხდეს ყველა იმ ურთიერთობის განხორციელება და გაგრძელება, რომელიც არსებობდა, არსებობს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იარსებებს და კიდევ უფრო გაღრმავდება. მით უფრო, რომ სამართლიანობის თვალსაზრისით ამ მოცემულობამ კიდევ უფრო თვალი უნდა აუხილოს ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროჩინოსნებს და კარგად დაინახონ საქართველოს მნიშვნელობა და მოცემულობა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.