მარიამ ლაშხი: განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა – დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ

“განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ,” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს მსგავსი ტიპის – სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვის კუთხით იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველომ მიიღო და საკუთარი მოსახლეობა მსგავსი ტიპის მტრული ზემოქმედებისგან დაიცვა, გვახსოვს, როგორ აფასებდნენ უცხოელები. განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, ვფიქრობ, ეს არის უსტანდარტობა, როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რომელსაც ცოტა ხანი შენვე აინიციირებ“, – აღნიშნა ლაშხმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები