ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით ნინო უძილაურის პოეზიის საღამოს დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან ერთად, ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში ნინო უძილაურის პოეზიის საღამოს დაესწრო, რომელიც სახელწოდებით -“ერთი სიცოცხლე სტრიქონებს მიღმა” გაიმართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ავტორმა საკუთარი ლექსები წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას შემოქმედებაზე ესაუბრა.
“გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს წიგნის, პოეზიისა და კულტურის პოპულარიზაციას საზოგადოებაში. ასევე, ყველა ბიბლიოთეკარს მიულოცა პროფესიული დღე და მადლობა გადაუხადა მათ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის,”- წერია ინფორმაციაში.