3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ 6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით,  საავტომობილო გზის კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.

მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები