მედია: ისრაელი აშშ–ირანის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლის სცენარისთვის ემზადება

ისრაელი ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჩაიშალოს, რაც რეგიონში სამხედრო მოქმედებების განახლების რისკს ზრდის. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური პირების შეფასებაა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩიხში შევიდეს. ამ ფონზე, ქვეყნის ხელისუფლება სხვადასხვა სამხედრო ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ირანის ენერგეტიკულ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დარტყმებს.

მედიის ცნობითვე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციები გამართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აშშ–ირანის დიალოგის შესაძლო ჩავარდნა იყო.

ფონად რჩება რეგიონში არსებული მაღალი დაძაბულობა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მიღწეულია დროებითი ზავი, მხარეებს შორის შეთანხმება მყიფეა და მოლაპარაკებები სირთულეებს აწყდება.

ამასთან, ირანი უკვე იუწყება, რომ აშშ-ის მხრიდან სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, საპასუხო „მტკივნეული დარტყმები“ განხორციელდება, რაც კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები