ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო კვლავ გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკული შეიარაღების არსებული მარაგები ისე გასცა, რომ სანაცვლოდ ქვეყნისთვის არანაირი სარგებელი არ მიუღია.

„ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა. ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია, მან უბრალოდ მთელი ჩვენი მარაგი უკრაინას დაურიგა“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები