ლევან მაჭავარიანი – დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი – ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული

“სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი – ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება ჩვენს შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც.

„სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი. ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული. დიახ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის ეროვნული გადაწყვეტილება ჩვენს შემთხვევაშიც და ბრიტანეთის შემთხვევაშიც. თუ ჩვენთან კიდევ არიან ისეთი ადამიანები დარჩენილები, ვისაც ეჭვი ეპარებოდათ, რომ ეს იყო ქართული კანონი, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ასეთი არცერთი ადამიანი აღარ დარჩა, რადგან ისინი აკვირდებიან, რომ ჩვენს მერე ასეთი კანონი მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და ახლა დიდი ბრიტანეთის ჯერია, რადგან დაცული იყო მათი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, როგორც საქართველოს შემთხვევაში“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები