ნორვეგია ტყის ხანძრების მაღალი რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

ნორვეგია ტყისა და ბალახის ხანძრების მაღალი რისკის შესახებ იუწყება. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის სამსახურმა (DSB) განაცხადა.

როგორც აღინიშნა, 1 მაისი სახანძრო სამსახურებისთვის დატვირთული დღე იყო: ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

DSB-ის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები გამოიძახეს, რომლებიც ხანძრის შვიდ სხვადასხვა კერაზე მუშაობდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შაბათ-კვირას ვესტლანდის, როგალანდის, აგდერისა და აღმოსავლეთ ნორვეგიის რეგიონებში ბალახისა და ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.

ამიტომ, შაბათ-კვირას სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, DSB-მ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას სახანძრო ვერტმფრენები განალაგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები