თბილისში 14 წლამდე ბავშვებს შორის დაპირისპირება მოხდა – არსებული ინფორმაციით, ერთმა მოზარდმა დაზიანებები მიიღო
თბილისში, 175-ე სკოლის მიმდებარედ, მოსწავლეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება 14 წელს მიუღწეველ მოზარდებს შორის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა დაზიანება მიიღო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.