დიმიტრი სამხარაძე – ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე: პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები, არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით

“პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება!” – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები – გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.

სამხარაძე აცხადებს, რომ დღეს მაყურებელს ირაკლი კობახიძის მორიგი მასტერკლასი ელოდება, რომელიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემას – ფასების პოლიტიკას ეხება.

„პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები. არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით,“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები