აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელ კანონმდებლებს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანთან კონფლიქტს დასრულებულად მიიჩნევს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.
„რეგიონში ამერიკული სამხედროების შენარჩუნების მიუხედავად, თეთრმა სახლმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანთან ომს „დასრულებულად“ მიიჩნევს“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეებზე დარტყმები დაიწყეს. ვაშინგტონმა და თეირანმა 8 აპრილს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს.