ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ორ დღეში მეორე რაკეტა გამოსცადა – რაკეტას აშშ-ის ტერიტორიის დაფარვა შეეძლო
ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ორ დღეში მეორე რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაშვებულია ამოუცნობი ბალისტიკური რაკეტა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რაკეტას, სავარაუდოდ, დიდი დისტანცია აქვს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე შინგო მიაკიმ თქვა, ნორმალური ტრაექტორიით ფრენის დიაპაზონი, სავარაუდოდ, 15 ათასი კილომეტრი იქნებოდა, რაც შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიას ფარავს.
მანვე განმარტა, რომ რაკეტის ფრენა 73 წუთს გაგრძელდა.
მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პირველმა მოადგილე კიმ ტაე-ჰიომ განაცხადა, რომ ფხენიანი მიმდინარე თვეს, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის.