შალვა პაპუაშვილი – იუკნევიჩიანეს ანგარიშზე: როდესაც მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს

“როდესაც მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას.

„ვხედავთ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს“.
„როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით.
ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია – რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონი იუკნევიჩიანე არის ამ რეზოლუციის ავტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები