ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია უკრაინისათვის – ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია

“ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია უკრაინისათვის – ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობისთვის, მათ შორის, სამთავრობო დონეზე, ამას მხოლოდ მიესალმება.

„თუ საქართველოს მხარეს ხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ თვალით არ უყურებთ ქვეყანას, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ და მისმა ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ რა ნაბიჯებიც გადადგა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო – დღესაც, სკოლებში დაახლოებით 3000 ბავშვამდე უკრაინულ ენაზე სწავლობს სკოლებში და 500-ზე მეტი უკრაინელი სტუდენტია, რომელიც აქ სწავლობს. საქართველომ, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ყველა ნაბიჯი გადადგა – ყველანაირი დიპლომატიური თუ პოლიტიკური ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და აგრესიის დასაგმობად. ვისაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიმართულებით არ აქვს მეხსიერება მიმართული, გვახსოვს როგორ მოგვიწოდებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვაზე. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ნათელია. კარგად გვახსოვს უკრაინის სპეცსამსახურები როგორ აგზავნიდნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს და ა.შ. ამიტომ, ეს ის რეალობაა, რომელიც იყო. ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია უკრაინისათვის. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია. დანარჩენი მათი ნებაა და ძალიან კარგია, თუ მოტრიალდა [ვოლოდიმირ ზელენსკი], ხელი ჩამოართვეს, ისაუბრეს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება საქართველო-უკრაინის, მათ შორის სამთავრობო ურთიერთობის დონეზე. ამას მხოლოდ მივესალმები”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები