თემურ წიკლაურის ვარსკვლავის გახსნა

 22 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თეიმურაზ წიკლაურის საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელიც მისი შემოქმედებიდან 45 წლის თარიღს ეძღვნება. კონცერტის რეჟისორი ჯემალ ბაღაშვილი იქნება. კონცერტის შემდეგ ფილარმონიის წინ მომღერლის ვარსკვლავი გაიხსნება. თავად მომღერალი ამ ფაქტს იუმორით აღიქვამს და საკუთარ თავს უკვე ,,ვარსკვლავბიჭუნად“ მოიხსენიებს. თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს დამსახურებელი არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ წიკლაური უკვე 45 წელია სცენაზე მღერის. იგი, ანსამბლ ,,ივერიასთან“ ერთად, მრავალ მიუზიკლსა და კონცერტში მონაწილეობდა. კომპოზიტორები სიმღერებს საგანგებოდ მისთვის წერდნენ. მომღერალმა 200-ზე მეტი სიმღერა შეასრულა. თავად მომღერალს ყველაზე მნიშვნელოვნად მიუზიკლ ,,ფიროსმანში“ ნიკალას როლი მიაჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები