AFP: “ჰამასი” მზად არის, ზავი კიდევ 4 დღით, იმავე პირობებით გაახანგრძლივოს
“ჰამასი” “თანახმაა, ზავი კიდევ ოთხი დღით გააგრძელოს” – იმავე პირობებით.
ამის შესახებ სააგენტო AFP “ჰამასთან” დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა 4-დღიანი ზავის გაგრძელებას იმ პირობით, რომ ყოველ მომდევნო დღეს 10 მძევალი იქნება გათავისუფლებული.
ასეთი მიდგომის შეთანხმება უკვე მეექვსე დღეა, ძალაშია, ორი დღით ის უკვე გახანგრძლივდა და ფორმალურად დღეს იწურება.
მაგრამ კატარში ისრაელის, შეერთებული შტატების და ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.