ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით, რუსეთიდან ექვსი უკრაინელი ბავშვის საკუთარ ოჯახებში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების დაბრუნება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
აღნიშნული შემთხვევა მსგავს ჰუმანიტარულ პროცესებში მისი მონაწილეობით უკვე მეოთხედ ხდება. მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზე აგვისტოში წერილი გაუგზავნა.
ამასთან, პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები არიან ჩართულნი.
არსებული ცნობებით, დამატებით კიდევ ერთი ბავშვის დაბრუნებაც იგეგმება, რომელიც ოჯახს მოგვიანებით, აპრილის განმავლობაში დაუბრუნდება.
უკრაინულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ომის განმავლობაში, რუსეთში ათასობით უკრაინელი ბავშვი იქნა გადაყვანილი, მათი ნაწილის დაბრუნება კი საერთაშორისო ძალისხმევით ეტაპობრივად მიმდინარეობს.