გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა
“ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ეს ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ყიდდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, გამოდის და ბედავს, რომ პატრიარქს, მის მოღვაწეობას, ეკლესიას აკრიტიკებს. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არა მხოლოდ მისი საქმიანობის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ მიჰქონდათ იერიში ეკლესიაზე, პირადად პატრიარქზე, დღესაც გრძელდება ეს სიძულვილის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ილია II-მ 2014 წელს მოსკოვში პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ ერთ პიროვნებაში მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა.”