მეუფე ზენონი – პატრიარქის არჩევის პროცესზე: ჩემი კანდიდატები არიან ისინი, ვინც ილია მეორეს ადრეული დროიდან მოჰყვებიან – მათ შორის ავარჩევ
“ჩემი კანდიდატები არიან ისინი, ვინც ილია მეორეს ადრეული დროიდან მოჰყვებიან – მათ შორის ავარჩევ,”- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონმა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„არა, ახლა მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ. თუ ხელისუფლებისგან გულისხმობთ, მე ამას ვერ დავადასტურებ. ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.