ირაკლი ქადაგიშვილი – ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად
“არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი საქციელი მიუღებელია.
„არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას ხელოვნური ესკალაციის, არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად, გარკვეული სენსაციის შესაქმნელად, რომელიც, ვხედავთ, რომ რაღაც უმართავ ფსიქოზში გადადის საზოგადოების მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. მეორე მხრივ, თუ ვინმეს აინტერესებს ობიექტური ინფორმაცია და გვერდში დგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები ღიაა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.