შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და გამგეობის წევრები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრა რეგიონული ტურნეს ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას დაიწყო. შეხვედრაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია. რეგიონული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად სტუმრის სტატუსით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.

„შეხვედრების მიზანი გახლავთ უფრო მეტი ღია კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, მათ შორის მათი საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინება, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულების სახელმწიფოს მართვის პროცესში; სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და სადაც მათ აქვთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.

პირველი კონფერენცია ქალაქ ბათუმში 28 მარტს გაიმართა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ 10 შეხვედრაა დაგეგმილი. შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები