მედიის ცნობით, ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა არმიის შტაბის უფროსს, რენდი ჯორჯს თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს.

„ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ჰეგსეთს სურს თანამდებობაზე დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს პრეზიდენტ ტრამპის და მისივე ხედვა სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რენდი ჯორჯი აშშ-ის არმიის 41-ე შტაბის უფროსია და ამ პოზიციაზე მუშაობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, როგორც წესი, თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში იკავებს. ამიტომ, ჯორჯს თანამდებობა მომავალ წელს უნდა დაეტოვებინა.

CBS-ი რენდი ჯორჯის შესაძლო შემცვლელად ჰეგსეთის ყოფილ თანაშემწესა და არმიის შტაბის უფროსის ამჟამინდელ მოადგილეს, გენერალ კრისტოფერ ლანევს მიიჩნევს. ის ადრე 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მეთაური გენერალი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები