ლევან მახაშვილი – ფასების რეგულირებაზე: მთავარი მიზანია, რომ სისტემა ისე აეწყოს, მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და ეს ცუდად არ აისახოს მომხმარებლებზე

“მთავარი მიზანია, რომ სისტემა ისე აეწყოს, მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და ეს ცუდად არ აისახოს მომხმარებლებზე,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ფასების რეგულირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, როცა დასრულდება ეს პროცესი, მთავრობასთან ერთად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგათ – კანონმდებლობის მოწესრიგება იქნება ეს თუ სხვა პრაქტიკები იმისათვის, რომ ფასებმა მიიღონ ის დონე, რაც არის ამა თუ იმ პროდუქტის რეალური ღირებულება და არა ის გადაჭარბებული, ბოროტად გამოყენებული მდგომარეობები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი ბაზრის მონაწილის მხრიდან,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

შეგახსენებთ, ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები