მედიის ცნობით, ირანში ხიდზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ირანის საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, თეირანსა და ქარაჯს შორის მდებარე B1 ხიდზე აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ხუთშაბათს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია B1 ხიდზე აშშ-ისრაელის თავდასხმის შესახებ, რომელიც თეირანსა და ქარაჯს შორის დამაკავშირებელი პროექტია და ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ხიდი უნდა გამხდარიყო. იმავე დღეს, საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა რვა დაღუპულის და 95 დაშავებულის შესახებ განაცხადა.

„დადასტურდა, რომ ირანში, ქარაჯში, B1 ხიდზე თავდასხმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია სააგენტოს Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები