„თბილისი ენერჯი“ – სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა

“ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება გაზის გაჟონვას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება,”- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“,- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები