გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა. ნანგრევევებში მოყვა მამაკაცი, რომელიც მძიმე დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ერთი პირი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.