თსუ-ში სახელმწიფო ენის დეპარტამენტში მომზადებული ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სხვადასხვა სახის კონვერტორები განიხილეს

ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები, სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სხვადასხვა სახის კონვერტორები განიხილეს თსუ-ში გამართულ სემინარზე, რომლებიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტში მომზადდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონვერტორები მომხმარებელს ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ადამიანთა და გეოგრაფიული სახელების სწორად გამოყენებასა და მართებული ფორმების შერჩევაში. აგრეთვე, გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებასა და აზრის ნათლად ჩამოყალიბებაში.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აგრეთვე მისი სსიპებისა და აიპ-ების წარმომადგენლებთან გამართა სემინარი, რომლის მიზანი იყო დამსწრეებისათვის საქმიანი მიმოწერისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წარმართვის სწავლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები