გურამ მაჭარაშვილი: ფასების დარეგულირების რესურსი აშკარად არის, მთავარია, კონკურენცია იყოს უზრუნველყოფილი
“ვხედავთ, რომ ფასების დარეგულირების რესურსი აშკარად არის, მთავარია, კონკურენცია იყოს უზრუნველყოფილი,” – ამის შესახებ “ხალხის ძალისა” და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ფასების რეგულირებაზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ კონკურენციას ხელს უშლიან – ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად. კონკურენციას რომ ხელი არ შეეშალოს, ეს უნდა უზრუნველყოს სწორედ სახელმწიფომ, კონკურენციის სააგენტომ. თუ საჭირო გახდა, კანონში შევიტანთ ცვლილებებს და დავამატებთ ფუნქციებს. ეფექტურად უნდა მოხდეს ამის განხორციელება. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამის სააგენტოსთან და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ვნახავთ შედეგებს,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს გამოაქვეყნებს.