საფრანგეთის პრეზიდენტი ახალი კოალიციის შექმნის იდეით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კორეის რესპუბლიკაში ვიზიტისას საერთაშორისო პარტნიორებს „დამოუკიდებელი ქვეყნების კოალიციის“ შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც გააერთიანებს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც არც აშშ-ზე და არც ჩინეთზე დამოკიდებულება არ სურთ.

მაკრონის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში არასტაბილურობა იზრდება და აუცილებელია ახალი ბალანსის შექმნა, რომელიც დაეფუძნება თანამშრომლობას და არა დიდი სახელმწიფოების ჰეგემონიას.

ფრანგმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნები არ უნდა დარჩნენ „პასიურები“ გლობალური არეულობის ფონზე და საჭიროა ერთიანი მოქმედება, რათა მათ საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობა დაიცვან.

მისი თქმით, ასეთ კოალიციაში შეიძლება გაერთიანდნენ როგორც ევროპული, ისე აზიისა და სხვა რეგიონების ქვეყნები, მათ შორის იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და ინდოეთი.

მაკრონის ეს განცხადება გაკეთდა აზიური ტურნეს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები