სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1978 წელს დაბადებული ი.გ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.