საპატრიარქო: ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.

“ამა წლის 5 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები