მედია: “მოსადის” და CIA-ს ​ხელმძღვანელები კატარში მოლაპარაკებისთვის ჩავიდნენ

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის – “მოსადის” უფროსი, დევიდ ბარნეა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ს ​დირექტორთან, ბილ ბერნსთან ერთად დოხაში მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ეს ბარნეას კატარში უკვე მესამე ვიზიტია მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” ისრაელს დაესხა თავს.

მიმდინარე ვიზიტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ისრაელი და “ჰამასი” ზავის ორდღიან გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, რომ ამ ორ დღეში დამატებით კიდევ, სულ მცირე, 20 მძევალი გათავისუფლდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები