ლექციების ციკლი რესპუბლიკანიზმის თემაზე

14-18 სექტემბერს თბილისში რესპუბლიკანიზმის თემაზე ლექციების ციკლი გაიმართება. 14 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”რესპუბლიკანიზმის საწყისები”, 15 სექტემბერს 19:00 საათზე Frontline Georgia-ში ვახუშტი მენაბდე (EMC – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”კონსტიტუციონალიზმი – სახელმწიფო საკუთარი თავის წინააღმდეგ”, 17 სექტემბერს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში სალომე ყანჩაველი (მიდლბერის კოლეჯი, აშშ) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ამერიკის კონსტიტუცია – რევოლუცია რევოლუციის გარეშე”. 18 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გრიგოლ გეგელია (ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი, EUI) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”რესპუბლიკანიზმი: რენესანსი და ჩვენ, თავისუფლება და მონობა”. დასწრება ლექციებზე უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები