„ალასანია ვერ უვლის ჯარს, ჯარიდან ჯარისკაცები გარბიან!”

“საქართველოს ჯარიდან ჯარისკაცები გარბიან”- ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს პორტალ „კვირა“-ს პრესკლუბში გააკეთა. უგრეხელიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჯარს ვერ უვლის. მისი თქმით, ჯარისკაცებს დღეს ფორმები ტანზე აცვდებათ და დამპალი ხორცით კვებავენ. თუმცა ამით არავინ ინტერესდება. „ ალასანია ვერ უვლის ჯარს. მაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჯარიდან ჯარისკაცები გარბიან. ჯარისკაცებს უკვე ძველი ფორმები შემოეხათ, იცით რა საკვები შედის ჯარში? იცით რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მოხსნა? ჩემთვის არ არის ის მინისტრი მისაღები ვისგანაც ჯარისკაცები გარბიან. ჯარისკაცებს თვეში სამჯერ დამპალ ხორცს აჭმევენ და უკვე კუჭ ნაწლავი ეშლებათ. მაქვს ინფორმაცია, რომ ჯარიდან გათავისუფლება უკვე ყოველგავრი გადასახადის გარეშეც შეიძლება“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. უგრეხელიძემ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს მოუწოდა, ფუნქციებში კარგად გაერკვეს და ასევე გაარკვიოს რა ხდება დღეს ქართულ ჯარში.
“ჯარში დღეს არაერთი პრობლემაა. რას აკეთებს სესიაშვილის კომიტეტი, ინტერესდება არსებული პრპობლემებით, არადა, ეს ხომ პირდაპირ მისი ფუნქციაა. მოვუწოდებ, თუ არ იცი, ჩაიხედოს, მოიკითხოს და გაარკვიოს მაინც რა ხდება ქართულ ხარში” – აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ, “კვირას” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები