ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმ “ექსპერიმენტორიუმში” უმასპინძლა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზურაბ აბაშიძემ მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ “ექსპერიმენტორიუმში” სტუმრობა ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის და დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად გადაწყდა.

“ბავშვების ღიმილი, ბედნიერი თვალები და გულწრფელი სიხარული – სწორედ ასეთია ახალი წლის ნამდვილი განწყობა. სწორედ ამ განწყობის შესაქმნელად დღეს შემეცნებით-გასართობ, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ ვუმასპინძლეთ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს ვუმასპინძლეთ. ვეცადეთ, მათთვის წინასაახალწლო დღეები ემოციებით სავსე თავგადასავლად და დაუვიწყარ მოგონებად გვექცია. ბედნიერ და ხალისიან დამდეგ ახალ წელს ვუსურვებ ყველა პატარას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები