ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის განმავლობაში განახორციელა 11 რეგიონული ვიზიტი

ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის განმავლობაში განახორციელა 11 რეგიონული ვიზიტი, რომლის მიზანი იყო მოქალაქეთა ენერგომომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, კომპანიებთან მედიაციის გზით მათი გადაჭრა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება. ამის შესახებ “სემეკის” ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 2025 წლის განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეგიონული ვიზიტები, რომელთა მიზანი იყო მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა კომპანიებთან თანამშრომლობით.

*ვიზიტები მოიცავდა:
ქ. ბათუმი — შეხვედრა მერთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან; გაიმართა ახალი თანაშემწის წარდგენა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ენერგეტიკული გამოწვევების განხილვა.
ქ. ზუგდიდი — შეხვედრა მერთან და მოქალაქეებთან ენერგომომსახურების საკითხებზე.
ქ. ქუთაისი — სამუშაო შეხვედრა მერთან, ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვით.
ქ. ქობულეთი — შეხვედრა მერთან და წარმომადგენლებთან; მოქალაქეთა საჩივრების განხილვა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 19 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; მოქალაქეთა საჩივრების შეფასება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 10 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; სერვისის ხარისხის საკითხები.
მარტვილის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 21 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; პრობლემების ადგილობრივი დონის განხილვა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 24 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; წყალმომარაგებისა და ენერგომომსახურების საკითხებზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — შეხვედრა 20 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან; პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციების მიწოდება.
პანკისის ხეობა (სოფელი დუისი) — სამართლებრივი კონსულტაციები მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მიმართულებით.
შიდა ქართლში ( გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტები) – შეხვედრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან , მუნიციპალიტეტის მერებთან და 70 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული გამოწვევები და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები.

ვიზიტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოქალაქეთა ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლების მიმართულებით. აღნიშნული დინამიკა აისახა იმაში, რომ შემდგომ პერიოდში სწორედ აღნიშნული რეგიონებიდან გაიზარდა მომართვიანობა ენერგოომბუდსმენის სამსახურისადმი. მიღებულ განცხადებებზე განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რის შედეგადაც მომსახურების პროვაიდერმა კომპანიებმა დაიწყეს ინფრასტრუქტურისა და ქსელის განახლების პროცესები”, – აღნიშნულია “სემეკის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები