“არჩეული პირი მთავრობის კონკურენტი არ უნდა იყოს“

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ეხმაურება. ჩიქოვანის თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ან არჩეული პირი უნდა იყოს მთავრობის კონკურენტი.
“არ მიმაჩნია სწორ დამოკიდებულებად, როდესაც არჩეული პირი, რომელიც ხელისუფლებაში სამთავრობო გუნდის დახმარებით მოვიდა, ეწინააღმდეგებოდეს და კონკურენციას უწევდეს მთავრობას“,- აღნიშნა ჩიქოვანმა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც კონკურენტს ისე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები