მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას ეთანხმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყოფილი ის ეთანხმება ყოფილი პრემიერის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეოაზე ქვეყნიდან ორი დელეგაცია არ უნდა გაემგზავროს.
„მე წინააღმდეგი ვარ გაეროში ორი დელეგაციის გამგზავრების, არამხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ძვირია, არამედ სხვა უხერხულობებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ორი დელეგაციის გამგზავრება არ იქნება სწორი. ასე რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს ზუსტად იგივე შეფასებას აძლევს ამ მოვლენას როგორსაც ვაძლევდი მე“, – განაცხადა მაიოა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები