„არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს და ახარებდეს „ნაცმოძრაობას“

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თანამშრომლობა გართულებულია.
„რა თქმა უნდა, რამდენიმე ხანია თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის გართულებული. მე ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს ჩემი მინისტრად ყოფნისას არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს და ახარებდეს „ნაცმოძრაობას“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრი ასევე ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემული მაღალი პრემიები, სამარცხვინოა.
„ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმაში, რომ ის სამარცხვინო პრემიები რაც სასჯელაღსრულების სისტემაში გაიცა, არის პრობლემა. პრემიერის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგია ის, რომ ვერავინ ვერასდროს ამგვარი თვითნებური პრემიების გაცემას ვერ გაბედავს. ეს იყო პრობლემა პირველი და უკანასკნელი. ამის შემდეგ მთავრობაში პრემიერის ინიციატივით პრემიების გაცემის ახალი წესი, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე იცავენ დიდი ზედმიწევნით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები