ლიტერატურული ფესტივალი “ლიტტური”.

დღეს, 19:30 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ლიტერატურული ფესტივალი “ლიტტური”. ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტარდება და მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მწერლები, გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები და კრიტიკოსები მიიღებენ. ფესტივალი ქართველ მწერლებს შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო გამოცდილებას, ტენდენციებს და პრობლემებს გაეცნონ. ფესტივალი შექმნის ლიტერატურულ პლატფორმას მასში მონაწილე კავკასიელი, აზიელი, ევროპელი და ქართველი გამომცემლების, ავტორების, ლიტერატურული აგენტების, კრიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის შეხვედრებისა და დისკუსიების მოსაწყობად. ეს მულტიკულტურული, მულტიპროფესიონალური ღონისძიებები კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის განვითარებას და მის პოპულარიზაციას გლობალური მასშტაბით. ფესტივალი ხელს შეუწყობს დასავლეთში ქართული კულტურის და თანამედროვე ლიტერატურის განვითარებას და პოპულარიზაციას. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, Georgian American Alloys, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქათული წიგნის ეროვნული ცენტრი, Hungarian Books and Translations Office, Literature Across Frontiers, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, “არტარეა”, გამომცემლობა “სიესტა”, მწერალთა სახლი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ლიტერატურის მუზეუმი, რადიო “შოკოლადი”, Energy Solutions და GreenNet.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები