ჯემალ პაქსაძე: ქობულეთში მომხდარის გამო, მუსლიმანი ხალხი აღელვებულია

   საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ დღეს, ქობულეთში მომხდარი ფაქტი შეაფასა. როგორც ინციდენტზე საუბრისას მან განაცხადა, მომხდარის გამო მუსლიმანი ხალხი შეშფოთებულია. “ძალიან შეწუხებული და შეურაცხყოფილები ვართ, მუსლიმანი ხალხი აღელვებულია,” – აცხადებს პაქსაძე.
მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია მუსლიმურ პანსიონთან ღორის დაკვლა და რომ მსგავსი შემზარავი ფაქტი საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა. შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, დასახლებაში მუსლიმური მედრესეს, იგივე სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს: მათ ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები