პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით „გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას პასუხობდა, მას და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ანა წითლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ბატონო იაგო, ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებსა და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უბრალოდ არ მინდა, ახლა აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში. მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება, მიაღწიოთ, დარწმუნებული იყავით, რომ შეიძლება, ერთხელ შეგატაროთ მავზოლეუმში, აი, წითლიძემ შეიძლება, ერთხელ შეგატაროთ, პატივი დაგდოს და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით. აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ, გამორიცხულია, რომ მარტივად ხდებოდეს იქ, დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა, რას ლაპარაკობთ, გგონიათ ეგრე მარტივად იქნება ეგ ამბავი?! გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ალუდა ღუდუშაურს სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ შემდეგი რეპლიკით მიმართა – „დებილი ხარ“, რაზეც ღუდუშაურმა უპასუხა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალა ხარ. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი, შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.