“ჩვენი მთავრობა ქართული დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში ნებისმიერ დროს მიესალმება“

საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ აშშ ნებისმიერ ქართულ დელეგაციას ნებისმიერ დროს მიესალმება ამერიკაში. რაც შეეხება გაეროს სამიტს, მისი თქმით, ნებისმიერი შემადგენლობის დელეგაციის გამგზავრება გაეროს ნებიესმიერ ღონისძიებაზე, ეს არის ისეთი თემა, რომელიც თავად საქართველოს და გაეროს შორის არის განსახილველი.
“გაეროს დელეგაციაზე საქართველოს გამგზავრება ის თემაა, რომელსაც თავად ქვეყანა და ორგანიზაცია განიხილავენ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა ქართული დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში ნებისმიერ დროს მიესალმება“,- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები