ირაკლი ღარიბაშვილი: ასამბლეაზე აუცილებლად გავემგზავრები, დანარჩენს აუცილებლად გაარკვევენ

გაეროს ასამბლეაზე აუცილებლად გავემგზავრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იგი ამ თემაზე საუბრით დაიღალა.
“არა მარტო მე, არამედ მოსახლეობაც დაიღალა ამ თემაზე საუბრით, უნდა ვიფიქროთ საქმეებზე, ეკონომიკის განვითარებაზე. რაც შეეხება ვიზიტს, აუცილებლად გავემგზავრები. დანარჩენს აუცილებლად გაარკვევენ. მე იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რათა, როგორც თავად ფანჯიკიძე აცხადებს, დაერწმუნებინა პრეზიდენტი, რომ გაეროში ორი დელგაციის წასვლა მიზანშეწონილი არ არის. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განცახადა, რომ პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის და ვიზიტისთვის მზადება გრძელდება/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები