ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გთხოვთ, ხელოვნურად ნუ შეეცდებით სიტუაციის გამწვავებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ის მინისტრი, რომლის მიმართ მას პრეტენზიები ჰქონდა, უკვე გათავისუფლებულია. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შენიშვნები არ მაქვს, მთავრობა მუშაობს ძალიან ეფექტურად და კარგად. ვის მიმართაც მე შენიშვნები მქონდა, ის მინისტრები უკვე მოვხსენი და ჩვენ განახლებული მთავრობა გვყავს. ასე, რომ ძალიან გთხოვთ ხელოვნურად ნუ შეეცდებით სიტუაციის გამწვავებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები